დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს.
როგორც ადვოკატი წერს, აქვეყნებს ვიდეო სქრინს, რომელიც ამტკიცებს, რომ წინა ფოტოსქრინები რეალურია.
„ვიდეო სქრინი, რომელიც ამტკიცებს, რომ წინასწარ არ ვიცოდი თუ ვინმე აპირებდა მსგავსი პოსტის დაწერას.
ამ ექაუნთმა პოსტის დადების შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია!
აქ ჩანს, რომ წინა სქრინები რეალურია.
ეს მესიჯი ვნახე დაგვიანებით! 10 საათიანი ფრენის შემდეგ 7 საათი საჭესთან ვიჯექი.
მე ველოდი რომ იქნებოდა ჩემი გაშავების მცდელობები, მაგრამ არ ველოდი ასეთ უნიჭო გაშავებას.
აშკარად სწორ გზას ვადგავართ“, – წერს ტარიელ კაკაბაძე.
„მოგიყვებით სიმართლეს“ – რას წერს და რა სქრინებს აქვეყნებს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი
შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.
ცნობისთვის, სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.
