LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიო მესამის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო შეკრება და მსვლელობა საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება

404
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე მსვლელობა

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო შეკრება და მსვლელობა საქართველოს ათ ქალაქში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეკრება საქართველოს ათ ქალაქში 10:00 საათზე დაიწყება, საყოველთაო მსვლელობა კი ყველა ქალაქში ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება.

შეკრება გაიმართება შემდეგ ქალაქებში: თბილისი – ქაშუეთის ტაძარი; რუსთავი – მერია; ქუთაისი – აღმაშენებლის სახელობის ტაძარი; გორი – აღდგომის ტაძარი; ბათუმი – საკათედრო ტაძარი; ახალციხე – ამაღლების ტაძარი; ზუგდიდი – დადიანების ტაძარი; თელავი – ღვთისმშობლის ტაძარი; მცხეთა – თეატრონი; ოზურგეთი – საკათედრო ტაძარი

შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.

ამასთან, 17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g