LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე: ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა, საქართველოვ, მიყვარხარ

144
ილია მეორე

საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

„უფალმა დაავალა ღვთისშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოში. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ“, – განაცხადა ილია მეორემ.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს მსვლელობა თბილისსა და დიდ ქალაქებშიც იმართება.

ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები