მაკა ჩიჩუა პოდკასტის „მერე“ სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც ილია მეორესთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.
„როგორ არ მახსოვს, როდის გავიცანი საქართველოს პატრიარქი… ჩემი და გიორგის ერთობაზე ატყდა ამბავი, რომ პრეზიდენტს ოფიციალური ცოლი უნდა ჰყავდეს, ხელმოწერილი და ჯვარდაწერილი. გაიყო აზრები… პატრიარქმა თქვა, მოდით ჩემთანო. ერთად მივედით… მანდ მომეწონა ყველაზე მეტად პატრიარქი, მოდით, რაზეა ლაპარაკიო… მერე, რომ მქონდა ურთიერთობა, ვკითხე, რატომ გადაწყვიტა, რომ ამდენი თავდასხმის მერე, იმავე დღეს გაეღო კარი… როგორ თვლით, აუცილებელია, რომ ჯვარი დავიწეროთ მე და გიორგიმ-მეთქი. არა, რა სისულელეაო. მე თვითონაც გამიკვირდა. მითხრა, მთავარი ხომ სიყვარულიაო… როცა ის დრო დადგება, თქვენ თვითონ იგრძნობთ ამასო… ამეტირა… ამდენი წლის გამოცდილება ჰქონდა ამ ადამიანს, დიდი ტკივილიც გამოუვლია და სიხარულიც, არ მომწონებია მისი ნაბიჯები, გამიკრიტიკებია კიდეც, მაგრამ საკმაოდ ძლიერი პიროვნება იყო, კარგი პოლიტიკოსი და ფანტასტიკური დიპლომატი…“
