პატრიარქ ილია მეორის დაცვის უფროსი, ვანო კობაიძე „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“ ამბობს, რომ პირველ შვილს პატრიარქის დედის სახელი, ნატალია დაარქვა.
ამ თემასთან დაკავშირებით კობაიძე ემოციურ ისტორიას იხსენებს:
„პირველი ბავშვი რომ მეყოლა, დავარქვი პატრიარქის დედის სახელი, ნატალია კობაიძე. მინდოდა გამეხარებინა უწმინდესი, მივედი და ვუთხარი, რომ შემეძინა გოგონა, რომელსაც დედათქვენის სახელი დავარქვითქო. უწმინდესს გაუხარდა, მალე გიორგიც იქნებაო (პატრიარქის მამის სახელი) და ზუსტად 1 წლის შემდეგ დაიბადა გიორგი…
ჩემს დაცვის ბიჭებს, ვისაც შვილი არ უჩნდებოდა წლები, ყველას შეეძინა ბიჭები…“ – ამბობ ვანო კობაიძე.
