LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს, როგორც დიდი ტკივილია, ისე დიდი სიხარულია..სიხარული, რომ უწმინდესი ღმერთს შეხვდა და უკვე მის წიაღშია ჩვენს წმინდანებთან ერთად“ – მამა შალვა კეკელია

303
მამა შალვა კეკელია

„დღეს, როგორც დიდი ტკივილია, ისე დიდი სიხარულია. სიხარული, რომ უწმინდესი ღმერთს შეხვდა და უკვე მის წიაღშია ჩვენს წმინდანებთან ერთად,“ – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ სიონის ტაძართან, სადაც პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ წირვა და პანაშვიდი აღსრულდა.

მამა შალვა კეკელიამ პატრიარქთან ბოლო შეხვედრაც გაიხსენა.

„ძალიან რთული და ძალიან ბედნიერი დღე იყო. დღე არის, როცა პატრიარქი ღვთის წინაშე წარდგა, წარდგა მარადიულ სამყოფელში, მარადიულ სიხარულში ღმერთთან. ყველა ქრისტიანის სურვილია ისე იცხოვროს ამ ქვეყანაზე, რომ მარადიულ სიხარულში დამკვიდრდეს.

პატრიარქმა ისე იცხოვრა, რომ მარადიულ სიხარულში დამკვიდრდა და ჩვენ ამის გვჯერა.

დღეს, როგორც დიდი ტკივილია, ისე დიდი სიხარულია. სიხარული, რომ უწმინდესი ღმერთს შეხვდა და უკვე მის წიაღშია ჩვენს წმინდანებთან ერთად, ვინც იღვაწა ჩვენი ერისთვის, ქვეყნისთვის.

ბოლოს უწმინდესს შევხვდი მღვდლადკურთხევის დღეს, პირველ მარტს, პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველა გავიდა საპატრიარქოდან, კუთხეში დავდექი და რაღაცნაირად დავემშვიდობე უწმინდესს, არ ვიცი რატომ მქონდა ეს შეგრძნება, მეგონა, რომ საპატრიარქოში აღარ მივიდოდი არასდროს. ეს იყო ბოლო დღე როცა პატრიარქს შევხვდი,“ – ამბობს მამა შალვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g