გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი „არ დაიდარდოს“ ეთერს სტუმრობდა, სადაც მსმენელს პირველად წარუდგინა ახალი ნამუშევარი სახელწოდებით „პატრიარქის ხსოვნას“.
სიმღერის პრემიერა თაკო მელიქიშვილის გადაცემის ეთერში შედგა.
ვირტუოზმა გიტარისტმა პატრიარქი განსაკუთრებულად გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოველთვის აოცებდა მისი დიპლომატიის უნარი.
„ილია მეორე არ გახლდათ მხოლოდ სულიერი წინამძღვარი და სულიერი მამა, ის გახლდათ დიდი საზოგადო მოღვაწე, იყო შესანიშნავი დიპლომატი, რომლის სიტყვასაც დიდი ძალა ჰქონდა, ბევრი რამის ბალასი ხდებოდა მისი მეშვეობით. მე არაერთხელ შევსწრებივარ, მქონია შემოქმედებითი ურთიერთობა, მამაშვილური ურთერთობა…მე აღფრთოვანებული ვიყავი, გვყავდა ნამდვილად გამორჩეელი პატრიარქი, მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე ბრძენი და დიდი ადამიანი…“ – აღნიშნა თემურ ყვითელაშვილმა.
თემურ ყვითელაშვილმა ახალ სიმღერაზე – „პატრარქის ხსოვნას“ ისაუბრა. სიმღერის პრემიერა პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს სწორედ „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა.
სიმღერის ავტორი კომპოზიტორი მანანა იმედაძეა, ტექსტი კი პოეტ ჯუბა ღებელს ეკუთვნის.
„სიმღერა დაწერა შესანიშნავმა მანანა იმედაძემ, მადლობა მას იმისთვის, რომ მიუძღვნა ჩვენს უწმინდეს და უნეტარესს, კიდევ უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ მან მოისურვა მე შემესრულებინა. ასევე ლექსი დაიწერა, შესანიშნავი პოეტის ჯუბა ღებელის მიერ, რომელიც ასევე მიუძღვნა უწმინდესს. ვთვლი, რომ შესანიშნავი სიმღერა გამოვიდა.
მადლობა ქალბატონ მანანა იმედაძეს, მრავალმხრივ ნიჭიერ ადამიანს, მადლობა ძალიან შემოქმედებითი მიდგომისთვის, გული და სული ჩადო ყველანაირად…
მე ხშირად ვხვდებოდი უწმინდესს და მას ძალიან მოსწონდა ჩემი შემოქმედება, თქვენ იცით, რომ მისი ლოცვა-კურთხევით შევასრულე მისი ავე მარია…
აღფრთოვანებული ვიყავი ყოველთვის მისი დიპლომატიით, მისი მოზომილი, დაბალანსებული საუბრით…
სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ვერასდროს, ხომ არიან ადამიანები, რომ გგონია სულ ყოველთვის უნდა იყვნენ, უწმინდესი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ ყოველთვის უნდა ყოფილიყო, სულ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც დიდი ადამიანი, სულიერი მამა, იქ განაგრძობს ლოცვას…“ – აღნიშნა ყვითელაშვილმა.
თემურ ყვითელაშვილი: „პატრიარქის ხსოვნას“.
გადაცემის პოდკასტი სრულად
ამავე თემაზე:
