LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცას“ წევრს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, პატრიარქმა მოიხსნა სამკერდე ჯვარი და უთხრა, ეს სათითაოდ ატარეთ ყველამ თუ განსაცდელი გექნებათო, იმ ჯვარმა კიდევ ბევრი სასწაული მოახდინა…“ – ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი პატრიარქის უცნობ ისტორიას „ფორტუნას“ უყვება

411
შვიდკაცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა – ამასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვა მიმდინარეობს.

წირვას სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით აღავლენს.

სიონთან ხალხმრავლობაა, ადგილზე იმყოფება ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი, დავით შიშნიაშვილი.

მომღერალმა „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, პატრიარქის შესახებ ისაუბრა და უცნობი, ემოციური ისტორია გაიხსენა:

„მის უწმინდესობას ძალიან უყვარდა ხოლმე წინანდალში ჭავჭავაძეების სახმუზეუმში ჩასვლა, როცა ეპისტოლე ჰქონდა დასაწერი იქ მიდიოდა ხოლმე სიმშვიდეში.

ამ დროს ჩვენი მოძღვარი მამა ილია დაგვირეკავდა, რომ ჩავსულიყავით. ვუმღეროდით, ვსაუბრობდით. ერთხელ გვითხრა, მე ეპისტოლეს ვწერო და მითხარით რა პრობლემებია თქვენს ცხოვრებაშიო, თქვენს თაობაშიო. ახალგაზრდების აზრი აინტერესებდა და მერე ამ კუთხით წაიყვანდა ხოლმე ეპისტოლეს…

პატრიარქს ძალიან უხაროდა მასთან ერთად რომ ვიყავით, რა თქმა უნდა ჩვენც გვიხაროდა. ერთერთ ჩასვლზე „შვიდკაცას“ ერთ-ერთ წევრს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, პატრიარქმა შეამჩნია, წამოსვლისას მამა ილიამ დაგვიძახა, მისი უწმინდესობა გველოდებოდა კიბეებთან და გვითხრა, რით დაგამახსოვროთ თავიო, მოიხსნა სამკერდე ჯვარი და ვისაც პრობლემა ჰქონდა მას დაჰკიდა და უთხრა, ეს სათითაოდ ატარეთ ყველამ თუ განსაცდელი გექნებათო, იმ ჯვარმა კიდევ ბევრი სასწაული მოახდინა… ამ ჯვარს ვისაც უჭირს, ჩვენს ირგვლივ, გვაქვს საშუალება რომ ვათხოვოთ…“

magti 5g