LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემთვის დაუვიწყარი ისტორიაა – როდესაც ჩემს დაბადების დღეზე ვიყავი პატრიარქთან, მამაომ პატრიარქს უთხრა დღეს დათოს დაბადების დღეც არისო, იცით რამხელა თავმდაბლობით და სიყვარულით გაიოცა?“ – დათო არჩვაძე პატრიარქზე „ფორტუნას“ ეთერში

292
დავით არჩვაძე, პატრიარქი

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა.

„შვიდკაცას“ წევრს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, პატრიარქმა მოიხსნა სამკერდე ჯვარი და უთხრა, ეს სათითაოდ ატარეთ ყველამ თუ განსაცდელი გექნებათო, იმ ჯვარმა კიდევ ბევრი სასწაული მოახდინა…“ – ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი პატრიარქის უცნობ ისტორიას „ფორტუნას“ უყვება

არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გაიხსენა „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ილია მეორე.

მუსიკოსი დათო არჩვაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ პატრიარქი საზოგადოებისთვის იყო თავმდაბლობის, სიყვარულის, გაერთიანების სიმბოლო.

მუსიკოსმა პატრიარქთან შეხვედრის უცნობი ისტორიაც გვიამბო.

„ბედნიერი ადამიანები ვართ, რომ იმ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომელ საუკუნეშიც მოღვაწეობდა ჩვენი უდიდესი, უსაყვარლესი პატრიარქი, განუმეორებელი ადამიანი. პატრიარქს აქვს ხელოვნების მუსიკალური შედევრები შექმნილი, მისი რეფორმები და საერთოდ მთელი საქართველოს მოქცევა სარწმუნოებისკენ. ის იყო მაგალითი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის. ის იყო თავმდაბლობის, უბრალოების, სიყვარულის, გაერთიანების სიმბოლო.

ეს ჩემთვის დაუვიწყარი ისტორიაა, როდესაც ჩემს დაბადების დღეზე ვიმყოფებოდით პატრიარქთან, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა პატრიარქს უთხრა, რომ დღეს დათოს დაბადების დღეც არისო, იცით რამხელა თავმდაბლობით და სიყვარულით გაიოცა? თავის სასწაული ფაფუკი ხელი წამოიღო, მომეფერა და მომენტალურად მოვიდა მუზა, გერმანიაში მეორე დღესვე დავასრულე ეს სიმღერა, რომელიც ჩემს საავტორო ალბომშია შესული“, – იხსენებს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g