LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი ხმა ანიტა რაჭველიშვილის ხმას შეადარეს…“ – დათო არჩვაძე თავის 10 წლის ქალიშვილს საოპერო მომღერლობისთვის ამზადებს

1915
დათო არჩვაძე

დათო არჩვაძემ fortuna.ge-ს თავისი გოგონა, მანიკა არჩვაძე გააცნო, რომელიც უკვე 10 წლისაა და საოპერო მომღერლობაზე ოცნებობს. გოგონას მშობლებს პროფესიონალებმა ურჩიეს, დაასვენონ და საოპერო ვოკალისთვის მოამზადონ.

დათო არჩვაძე:

მანიკას ჰყავდა სასწაული მასწავლებელი, დარეჯან ჩიკვილაძე, ის იყო ჩვენი ოჯახისთვის დედაც, ბებიაც, ჩემი მეუღლისა და შვილების ყველაზე საყვარელი ადამიანი. საკმაოდ დიდი ტრადიციის მუსიკალურ სკოლაში, ზაქარია ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სასწავლებელში, 60 წლის განმავლობაში ასწავლიდა. ჩვენც არ ვიცოდით, მოისმინეს მანიკას ხმა და გვითხრეს, რომ უნდა დაასვენოთ და შეინახოთ ბავშვი ოპერისთვისო. თავადაც ძალიან აინტერესებს. მე ძალიან დიდი სიხარულით შევხვდი ამ ამბავს. სიხარულის შოკი მაქვს. იმდენად მალე გაიზარდნენ ჩემი შვილები. ბიჭები ფეხბურთელები, გოგონა – პიანისტი, მოცეკვავე. იმდენ რაღაცაზე დაგვყავს, რომ გავიჭედეთ. ერთი პერსონალური სიმღერა უკვე აქვს, კლასიკური ნაწარმოები, რომელიც მე დავუწერე. ჩემი სტუდიის რამდენიმე გამორჩეულ ბავშვთან ერთად შეასრულა და საოპერო ვოკალი გამოიყენა. მე და მანიკას დუეტიც გვაქვს…

სიამაყის ნოტები ჟღერს შენს ხმაში…

მართლა შოკია ჩემთვის… შვილები საერთოდ ყველაფერია. ჯერ ესენი არიან და მუსიკაც, პროფესიაც მეორეხარისხოვანია. პირველი არის ოჯახი, მეუღლე და შვილები. თან, ამ ბავშვებს გმირი დედა ჰყავთ. არ აკლებს არაფერს. ყველაფერი ჩადო და დებს მათში.

მანიკა, როგორი მამიკოა დათო?

კეთილი და თბილი. მისრულებს სურვილებს და მიკეთებს სიურპრიზებს. მკაცრი საერთოდ არ არის. არც დედიკო.

დათო:

იცით, როგორი შემფასებელია? არავინ მოსწონს. ამას თუ ვინმე მოეწონა, ე.ი. ძალიან მაგარი მომღერალია. მანიკა რამდენიმეჯერ მყავდა ბატონ ავთო რევიშვილთან, ბატონი ავთო არის უმაღლესი მწვერვალი ჯერ ადამიანობის, შემდეგ მუსიკისა და ვოკალის. ბატონმა ავთომაც მითხრა, რომ უნდა გავაჩერო მანიკა და დავასვენო. ბატონმა ავთომ ანიტა რაჭველიშვილს შეადარა. ანიტას და არა მხოლოდ მის წინსვლაში დიდი წვლილი აქვს. როგორც ვიცი, ბევრი საოპერო ვარსკვლავი მისი დაფრთიანებულია. სხვათა შორის, ის სიმღერა, რომელიც მანიკამ შეასრულა, ანიტა რაჭველიშვილისთვის დავწერე. პანდემიის გამო მე და ანიტა ერთმანეთს ავცდით და ვერ ჩაიწერა ეს სიმღერა, შემდეგ კი მანიკამ შეასრულა…