LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარ ეული და ბედნიერი… არაფერი სჯობს, თუ პოულობ შენს მეორე ნახევარს, შენი სულის ნაწილს…“ – რა შეიგრძნო ასაკის მატებასთან ერთად ბაბი კირკიტაძემ

5139
ბაბი კირკიტაძე

ბაბი კირკიტაძე fortuna.ge-ს უყვება იმის შესახებ, თუ რა გადააფასა 30 წლის ასაკში. სანამ მომღერალთან ინტერვიუს ვწერდით, მისი მეგობრებიც ჩაგვერთნენ საუბარში და ისინიც დაინტერესდნენ, რა ხდება მის პირად ცხოვრებაში ახალი.

ბაბი კირკიტაძე:

პირადი ცხოვრების ამბავი გაინტერესებთ? არანაირი სიახლე არ არის. ახლახან ჩემი ბიძაშვილის ქორწილში ვიყავი.

სალომე გოგიაშვილი:

რაღაც სიახლე ექნება, მაგრამ მე დამინახა და არ იტყვის… (იცინიან).

ბაბი:

ჩემი მეგობრები აქ დგანან და არ მომცემენ მოტყუების საშუალებას. ვარ ეული, მაგრამ ძალიან ბედნიერი…

გია ჯაჯანიძე:

მარტო არ ხარ, შენთან არის ღმერთი…

ბაბი, როგორია იყო ეული და ბედნიერი?

ასაკთან ერთად მოდის ამის შეგრძნებაც. ვიღაცისთვის შეიძლება, სასაცილოა, რადგან 30 წლის ვარ, მაგრამ ამ 30 წელიწადშიც ბევრი რამ მაქვს გამოვლილი, ცოტაც არ მაქვს ნაცხოვრები… შესაბამისად, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი თამამად, რომ ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულიდან იწყება. დავიწყე პატარა დეტალების დაფასება და მადლიერების გამოხატვა. დილა რომ თენდება, ჩემთვის ეს იმხელა ბედნიერება და დღესასწაულია, არ მაქვს უფლება, რომ რაღაცამ მომაწყინოს. მიყვარს ჩემი თავი, მიყვარს ღმერთი, რომელიც სულ ჩემთანაა და ჩემშია, ჩემთან არიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, ვცდილობ, სითბო, რომელიც მაქვს, გამოვხატო მათ მიმართ. მინდა, ბევრ ადამიანს ვაჩუქო სიყვარული. ეს არის ჩემი მთავარი მოტივაცია. არაჩვეულებრივი პროფესია მაქვს ამისთვის და ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე და რატომ ვარ ამ გზაზე, ეს არის.

რაც შეეხება პირად ბედნიერებას, არაფერი სჯობს, თუ პოულობ შენს მეორე ნახევარს, შენი სულის ნაწილს… შენნაირ ადამიანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ასეთი არ შეგხვდება, უბედური იქნები ცხოვრებაში. არა და არა. ვიღაცას შეიძლება გაუმართლოს, ვიღაცას – არა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ბედისწერა იყოს. რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ყველაფერს ვიღებ მოცემულობად.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც 30 წლის ასაკში გაქვს?

შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ როცა გარეთ გავდივარ, ადამიანებს უხარიათ ჩემი დანახვა, უციმციმებთ თვალები, ჩავეხუტებით ერთმანეთს, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ღმერთმა დამაკისრა, რომ ეს ყველაფერი ვაკეთო. სანამ ცოცხალი ვიქნები, ამას გავაკეთებ უფრო მეტი შემართებით და მოტივაციით.

ასაკთან ერთად, სილამაზის მნიშვნელობა თუ გადააფასე?

სილამაზე ჩემთვის არის სულიერი მდგომარეობა, როცა ადამიანს შინაგანად კარგი ენერგია აქვს, არის დადებითი ადამიანი, უციმციმებს თვალები, ეს არის სილამაზე… როცა ადამიანს შეუძლია, კარგი აკეთოს, გაგიღიმოს, ეს არის ჩემთვის სილამაზე და იყო ყოველთვის. კარგი ვიზუალი, ლამაზი თვალები დამატებითია და კარგია, მაგრამ მინახავს მიმზიდველი ადამიანი გარეგნულად, მაგრამ შინაგანად არა და პირიქით. სილამაზე ეს არის აუცილებლად შინაგანი მდგომარეობა.

თავის მოვლაზე მინდა გკითხო… რა მნიშვნელობას ანიჭებ?

ელემენტარულ რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ სულ მაქვს ტვინში და სულ მინდა, რომ ფიზიკური აქტივობა იმ ხარისხში მქონდეს, რომ ჯანზე მყოფი ბებო ვიყო. ისიც კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს თუ მინდა მოხდეს, აქედანვე უნდა დავიწყო ზრუნვა. თუმცა ამ კუთხით ცოტა ზარმაცი ვარ. ერთი ფეხის შედგმა მინდა, რაღაცას რომ დავიწყებ, მერე აღარ მივატოვებ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები