4 მაისს, მარჯანიშვილის თეატრმა მომღერალ ოთო ნემსაძისა და ჯგუფ „ლიმბოს“ სოლოკონცერტს უმასპინძლა, სადაც შესრულდა მუსიკოსების საავტორო ნამუშევრები, რომლებზეც წლებია მუშაობენ.
როგორც „ლიმბოს“ წევრი, მუსიკოსი და პიანისტი, ჯიმი ირემაძე წერს, ეს მათთვის საოცნებო ღონისძიება იყო, სადაც საჯაროდ წარადგინეს ის, რაც მათთვის ღირებულია:
„ყველა მუსიკოსისთვის აუცილებელია საკუთარი შემოქმედება, რომ არ გაიყინოს ერთ ადგილზე და ერთფეროვანი არ გახდეს.
ყველას ვუსურვებ, რომ ჰქონდეს ასეთი ბედნიერება – მეგობრებში გამოთლილი მელოდია და ჟღერადობა პუბლიკას მიაწოდოს და არა ის, რისი კეთებაც ყოველდღიურად მუსიკოსებს ჩვენც და სხვასაც გვიწევს იმისთვის, რომ ვიარსებოთ.
უკვე ამდენი წლის შრომის და გამოცდილების შემდეგ გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ის შედეგი და ხარისხი დაიდო სცენაზე რაც არც თუ ისე ხშირია ჩვენს ქვეყანაში“.
კონცერტის შესახებ წერს ოთო ნემსაძის მეუღლე, მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი:
„მე არ მიმღერია, მაგრამ მეორე დღეს ხმა არ მქონდა ….
სცენაზე არ გავდიოდი, მაგრამ ფეხები მეკვეცებოდა….
მე არავინ შემაფასებდა, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხის რეაქციებს ველოდებოდი..
ჩემს კისერზე არ იყო ყველა პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველაფერზე ვნერვიულობდი…
როცა ეს გიჟი, შეშლილი სცენაზე დგება, ჩათვალეთ, მეც იქ ვარ, სადღაც…
ეს იყოოოო საოცარი დღეეე!!!!!
მადლობააა ყველას, მიყვარხართ“.
ოთოს კონცერტს ეხმიანება მომღერალი აჩიკო მეფარიძე:
„ოთო ნემსაძემ ძალიან მაგარი სოლოკონცერტი ჩაატარა მარჯანიშვილის თეატრში გუშინ. ბრავო, ოთო!.. მადლობა ასეთი დიდი ემოციებისათვის და არაჩვეულებრივი შესრულებისათვის!.. მაგარი ადამიანი და მაგარი მომღერალი ხარ…“
„გუშინ მარჯანიშვილის თეატრში, საერთოდ სხვა სამყაროში გვამოგზაურა ჩემმა ოთო ნემსაძემ, თავის სასწაულ ჯგუფთან ერთად… მეამაყები, ჩემო ძმაკაცო და სულ ასე წინ იარე წარმატებებით და ულევი სიხარულით… რაც მსმენელმა გუშინ მოგანიჭა თავისი მადლიერებით და ოვაციებით, bravo“
