LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამა ნიკოლოზი უსაზღვრო სიყვარულს აფრქვევდა თუნდაც ერთი გამოხედვით და მოწამებრივად ცხოვრობდა ბოლო 20 წელი ამხელა დევნის და დაცინვის ფონზე… მამა გაბრიელსაც ასე დასცინოდნენ…“ – რას წერს მუსიკოსი, დათო არჩვაძე ბერი ნიკოლოზის შესახებ

2779
დათო არჩვაძე

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გუშინ, 19 აპრილს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მისულ ექიმს მრევლი ბერის ბინაში არ უშვებს.

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მრევლს, რომ მამაო არის მოკლული“ – ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

ამბავს სოციალურ ქსელში მუსიკოსი, დათო არჩვაძე ეხმაურება:

„მალხაზ ჯინორია გახლავთ ადამიანი რომელმაც სიღრმისეულად გამაცნო ჯერ ბერი გაბრიელის და შემდეგ ბერი ნიკოლოზის ფენომენი. ძალიან იშვიათად, მხოლოდ მალხაზის მოუხმობდა ხოლმე თავისთან. ის იყო მალხაზ ჯინორიას ოჯახის მოძღვარი, ვიდრე მდუმარების აღთქმას დადებდა და თავად მახო არის უნაკლო ადამიანი, კომპოზიტორ თეა ჯინორიას მეუღლე და ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ, ექიმი ხომ გადაარჩენდა. უამრავი სასწაული მაჩვენა ცხოვრებაში. მამა ნიკოლოზმა უსაზღვრო სიყვარულს აფრქვევდა თუნდაც ერთი გამოხედვით და მოწამებრივად ცხოვრობდა ბოლო 20 წელი ამხელა დევნის და დაცინვის ფონზე. მამა გაბრიელსაც ასე დასცინოდნენ და არ უჯერებდნენ უფალო აცხონე მისი სპეტაკი, ნაწამები სული”, – წერს მუსიკოსი.

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

Malkhaz Jinoria გახლავთ ადამიანი რომელმაც სიღრმისეულად გამაცნო ჯერ ბერი გაბრიელის და შემდეგ ბერი ნიკოლოზის ფენომენი🙏…

Posted by Davit Archvadze on კვირა, 19 აპრილი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g