LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მრევლს, რომ მამაო არის მოკლული“ – ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

1167
ბერი ნიკოლოზი

ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მრევლი მის საცხოვრებელ სახლში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილზე მრევლსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მრევლს, რომ მამაო არის მოკლული, არავის არ გვიშვებენ, ძალით გამოგვიყვანეს ადგილიდან“, – ამბობს ბერი ნიკოლოზის ერთ-ერთი მრევლი ჟურნალისტებთან საუბარში.

„უჭირდა გადაადგილება, 9 აპრილის შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის, არც ხმას იღებს“ – რას წერდა მრევლი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებამდე

მომხდარზე „ფორტუნას“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროში განუცხადეს, გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

სახლში, სადაც ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მრევლის ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი 9 აპრილის შემდეგ არ უნახავთ და მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g