LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არავის დააბრალოთ მისი გარდაცვალება, თვითონ დაწერა, წერია კარზე მივდივარო…“ – რას წერს ბერი ნიკოლოზის მრევლი

1833
2026-04-21_01-45-53_815166

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი გუშინ, 19 აპრილს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მისულ ექიმს მრევლი ბერის ბინაში არ უშვებს.

ერთ-ერთი მრევლი ბერი ნიკოლოზის ბოლო დღეების შესახებ წერს:

„მან ჯოჯოხეთში ჩუმად იცხოვრა და ჩუმადვე გავიდა. ნეტავ ფეხი არ მიმედგა მასთან არასდროს და არ ვყოფილიყავი მისი ჯოჯოხეთური მდგომარეობის თანაზიარი. არც ის ცოდნა მინდა, რაც გადმომცა. არაფერი არ ღირს იმ ტანჯვად, რაც მან გაიარა.

ერთადერთს ვერ მისაყვედურებს ვერც ზეციდან, რასაც სულიერად მთხოვდა ყველაფერს ვაკეთებდი. ბოლო კურთხევაც წინა ბინის კარების გახსნის შევუსრულეთ მანამ, სანამ მის კარებს გახსნიდნენ და იქ გარდაცვლილს იპოვიდნენ. მეხი გავარდა და ცა ჩამოიქცა. არავის დააბრალოთ მისი გარდაცვალება, თვითონ დაწერა, წერია კარზე მივდივარო“, – ვკითხულობთ ტექსტში.

„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მრევლს, რომ მამაო არის მოკლული“ – ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g