LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მით უმეტეს, არც ცხვირი..არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე“ – ირმა ინაშვილი

185
ing (1)

„არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და, მით უმეტეს, არც ცხვირი“, – ასე ეხმიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წმინდა მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე ის და დავით თარხან-მოირავი არიან გამოსახულები.

„ამ ხატზე ჩვენ არ ვართ.. ამდენი ტყუილის ატანა არ შემიძლია.. ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს – ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?“ – დავით თარხან-მოურავი 

„თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი.

ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.

დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი „სკანდალი“ ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

 

არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი…

Posted by ირმა ინაშვილი on პარასკევი, 19 იანვარი, 2024

 

ირმა ინაშვილი: „ხატის გატანა არ მოხდება, ტაძარში დარჩება – როგორც მეუბნებიან, შესწორების გაკეთება ადგილზე შეიძლება“

„საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“ – ირმა ინაშვილი

„სრული გაუნათლებლობის ზეიმია – სინამდვილეში არა სტალინის, არამედ წმინდა მატრონას ხატია“ – ინაშვილის განცხადებით, ხატი, რომელზეც სტალინია გამოსახული, სამების ტაძარს „პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები