LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმს ასწავლიან, ოპერაცია როგორ წარმართოს… პედაგოგს ასწავლიან, გაკვეთილი როგორ ჩაატაროს, მეცნიერს უწუნებენ სპორტსმენს- გატანილ გოლს, რაღაცნაირი დროა… ყველაფერს ადევს ფასი, გარდა ადამიანის ღირსებისა – ირმა ინაშვილი

178
ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სიტყვის თავისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილია ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა.

მისი თქმით, იმდენად დიდია აგრესია საზოგადოებაში, რომ ყველა ერთმანეთს ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს.

„იმდენად დიდია აგრესია და ურთიერთმიუღებლობა საზოგადოებაში, რომ ყველა ყველას აგინებს, ლანძღავს, შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება და ამასთანავე, ჭკუას ასწავლის.

ექიმს ასწავლიან, ოპერაცია როგორ წარმართოს… პედაგოგს ასწავლიან, გაკვეთილი როგორ ჩაატაროს… მეცნიერს უწუნებენ აღმოჩენას, სპორტსმენს- გატანილ გოლს, მხატვარს ლექციას უკითხავენ, ფუნჭი მარჯვნიდან მარცხნივ გაუსვას ტილოს, თუ პირიქით… ეს კიდევ ახალი ახალი ფენაა- ყველაფრისმცოდნე არაფრისმცოდნეები.

რაღაცნაირი დროა… ყველაფერს ადევს ფასი, გარდა ადამიანის ღირსებისა. ვიღაცა ცუდ ხასიათზე გაიღვიძებს და ისეთ ლაფს დაასხამს კაცს, შეიძლება ამ უკანასკნელს გული გაუსკდეს. თუ ამას ტროლ-ბოტების ორგანიზებული შემოშევაც დაემატა, ამ კაცს სიკვდილი გარანტირებული აქვს.

არავის არ პატიობენ ერთ პატარა შეცდომასაც კი. ყოველი ახალი დღე სოციალურ ქსელში ახალი მსხვერპლის შეჭმის დღეა. ეს მსხვერპლი დილის 10 საათზე რომელიმე ცნობილი ადამიანია, მეორე დილის 11 საათზე – მეწაღე, მეეზოვე, ექიმი, მძღოლი… მთავარია, ვინმეს სადმე ფეხი დაუცდეს, ზოგჯერ შეცდომის დაშვებაც არაა საჭირო… და მიდის ამ კაცის შეჭმა დილიდან მეორე დილამდე. მერე ფეისბუკკანიბალები ისვენებენ, ხანმოკლე პაუზაა და ახალ მსხვერპლს იგდებენ პირში.

ღირსების შელახვა და ლანძღვა სიტყვის თავისუფლების მონაპოვარიაო,- ხშირად გვესმის. სიტყვის თავისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილია ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა, განა ეს ხშირად გვესმის? სამწუხაროდ, არა“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე: 

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე ხატია დიაკონიძე: „სკოლაში კლასელების მხრიდან ყოველდღიური დაცინვის ობიექტი და ბულინგის მსხვერპლი ვიყავი…“

“დაუმსახურებელი იყო ბულინგი, როდესაც გავთხოვდი, შეიძლება მეც გამეწია ანგარიში, მასაც, უფრო დიდ ხანს ვყოფილიყავით…” – ნინი ბადურაშვილი

თიკა ჯამბურია ბულინგის მსხვერპლი გახდა – „ვინც თვლის, რომ უნდა “დავიკიდო”, არა ხალხო, არ ჭრის ეგ ტაქტიკა“ – რა გამოსავალს ხედავს განო მელითაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები