LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრიდონ ინჯია: დარწმუნებული ვარ, ერთი ადამიანი ვერ მოიძებნება სვანეთში, ვისთვისაც მიუღებელი არ იქნება ის უზნეობა, რისი თავს მოხვევის მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში

151
ფრიდონ ინჯია

სვანებმა ბევრი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო თავისი ტრადიციებით ასეთი მრავალფეროვანი იყოს. მათ თავის­ დროზე ერთობლიობით მედგრად დაიცვეს საკუთარი სიწმინდეები, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ მესტიაში განაცხადა, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კონსტიტუციურ კანონპროექტებში ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

მისივე თქმით, მთის ხალხი განსაკუთრებით იცავს ოჯახურ სიწმინდეს.

„მთაში ყველა ოჯახს თავისი წეს-კანონი აქვს – პატარა კონსტიტუცია და იტყვიან, ჩემს ოჯახში ასეა მიღებულიო. მაგრამ ასეთი უზნეობა, რისი მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში, მიუღებელია ნებისმიერი ოჯახისთვის.

დარწმუნებული ვარ, ერთი ადამიანი ვერ მოიძებნება სვანეთში, ვისთვისაც მიუღებელი არ იქნება ის უზნეობა, რისი თავს მოხვევის მცდელობაცაა დღეს მსოფლიოში”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ, რომლის კომენტარსაც პარლამენტი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები