87 წლის ჰარისონ ფორდი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში მაშინ გადაიღეს, როცა ის მეწაღესთან ფეხსაცმლის შესაკეთებლად მივიდა. ჰოლივუდის A კლასის მსახიობი დანიშნულების ადგილას საკუთარი მანქანით მივიდა, ხელში კი ფეხსაცმელი ეჭირა. ფორდს ლურჯი პიჯაკი და ჯინსის შარვალი ეცვა და ასაკის მიუხედავად, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
„ვარსკვლავური ომების“ მსახიობი აქტიურ სამსახიობო კარიერას განაგრძობს. ცნობილი გახდა, რომ ფორდი „ინდიანა ჯონსის“ სპინოფშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეკრანებზე 2020 წელს გამოდის.