LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

87 წლის მეწყინა ქავთარაძეს გიორგი კეკელიძემ საჩუქრად წიგნები გადასცა

192
გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე პროექტ „მარტოკაცის ბიბლიოთეკის“ ფარგლებში ხორხის ხეობაში, 87 წლის მეწყინა ქავთარაძეს ესტუმრა და საჩუქრად წიგნები გადასცა.

“ჩემი სახელია მეწყინა. 20 კილომეტრი წავედი ფეხით, რომ ივანიშვილისთვის ხმა მიმეცა” – 84 წლის მთიელი ქალი

მეწყინა ქავთარაძე ხორხის ხეობიდან

„აღდგომის დღესასწაულს გილოცავთ ხორხის ხეობიდან! ერთი წელია ვგეგმავთ შეხვედრას და აი დღეს, ბევრი ვიარე თუ კიდევ უფრო ბევრი, ჭიშკართან მომლოდინე მეწყინა ქავთარაძე გამოჩნდა. 87 წლის. იქ, სადაც ეს შესანიშნავი ქალი ცხოვრობს, ტელეფონი არ იჭერს და რა გასაკვირია – არც ინტერნეტია. წიგნები ავუტანე – უყვარს და წაიკითხავს იმ ჩვენთვის წარმოუდგენელ მარტოობაში. ზოგმა იცის და ზოგსაც ახლა ვეტყვი – მესამე გოგო რომ ეყოლა ოჯახს, სოფელმა მეწყინა დაარქვა. ასეც შერჩა. მთელი ცხოვრება ამ სახელს ებრძვის. განა გადაირქვა. სხვაგვარად და ამტკიცებს, რომ გამიხარდა უნდა ერქვას“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g