„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დეპუტატის უფლებამოსილების გარეშე დარჩა. მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 88-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნულ საკითხს მოწინააღდეგე არ ჰყოლია.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 9 დეკემბერის წერილით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“ – ვკითხულობთ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის დასკვნაში.
ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
კომიტეტი განმარტავს, რომ რადგანაც განაჩენი კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე შედის, კონსტიტუციის შესაბამისად ნიკა მელიას ვადამდე უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე დამნაშავედ ცნო. გაამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს გამოიტანეს. მელიას 25 000 ლარის ოდენობის გირაო დაეკისრა, ამის გარდა კი, 2 წლის და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
ვინ ჩაანაცვლებს ნიკა მელიას პარლამენტში?
ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.
ვინ ჩაანაცვლებს ნიკა მელიას პარლამენტში?
ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის შესაძლოა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დადგენილება მიღებისთანავე ძალაში შედის.