საპროტესტო აქციებისა და შეძახილების ფონზე შესულმა დეპუტატებმა სამუშაო პროცესი განაახლეს და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.
პარლამენტის შენობის შიგნით და გარე პერიმეტრზე სპეცრაზმის ასეული თანამშრომელია მობილიზებული.
ოპოზიცია ისევ პარლამენტის პიკეტირებას ცდილობს - არიან დაკავებულები
კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც კომიტეტმა შეისწავლა და დადასტურდა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშია შესული.
შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. მას სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა და დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
“ნიკა მელია პრობლემურია, რადგან ის გამოკვეთილი ლიდერია” – როგორ აფასებენ ნიკა მელიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს?
დღეს ასევე საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების უვადოდ არჩევას უყრის კენჭს.