LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

89 მომხრე 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა

93
ess

89 მომხრე 2 წინააღმდეგი –  პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ორი ახალი მინისტრი 19 თებერვალს წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:

  • პრემიერ მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი;
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  • იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა.

ღარიბაშვილის განცხადებები სამოქალაქო დაპირისპირების პოტენციალს შეიცავს – იაგო კაჭკაჭიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g