LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

89 წლის შალვა ამონაშვილი კახეთში ჰავერბორდით დაქრის

641
shalva amonashvili20923

89 წლის ცნობილი ფსიქოლოგის, პედაგოგისა და აკადემიკოსის, ჰუმანური პედაგოგიკის დამაარსებლის, შალვა ამონაშვილის შვილიშვილი, ნინო ამონაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ბაბუის შესახებ საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

„შალვა ცხოვრობს მოსკოვში. მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და ატარებს სემინარებს. ზამთრის ერთ თვეს კახეთში ატარებს. შალვა კახეთშია დაბადებული და ძალიან უყვარს იქაურობა.  თბილისში არც ჩამოდის, აეროპორტიდან პირდაპირ ბუშეტში მიდის. თუ რამე საქმე აქვს, დილით ჩამოდის და საღამოს ბრუნდება.

ალბათ, ძალიან ტკბილი მოხუცია…

მე შალვას მოხუცად ვერ აღვიქვამ. შალვას, უბრალოდ, წლები მიემატა, მაგრაგმ ახალგაზრდული ადამიანია. ტკბილი ადამიანი ყოველთვის იყო და ეს ასაკს არ მოუტანია. თვითონ ამბობს, ცოტა გიჟური ხასიათი მქონდა და მერე ჩემმა ცოლმა დამაწყნარაო. მე ამას ვერ მოვესწარი.

რა იგულისხმება გიჟურ ხასიათში?

ძალიან მხიარული ადამიანია. მივა, ერთ ბავშვს შეუღიტინებს, მეორეს უჩქმეტს, მესამეს გაეთამაშება… ალბათ, ასეთივე ცანცარა იყო ადრე. ახლაც ჰავერბორდით დადის კახეთში. მამაჩემმა ახალი ჰავერბორდი (პერსონალური სატრანსპორტო მოწყობილობა) იყიდა, რომელსაც სიჩქარეს ურეგულირებს, რომ ძალიან ჩქარა არ იაროს, თორემ რაღაც ადგილებში გაფრენები უნდა. ვითომ ჩიტი ვარო, ამბობს ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g