წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები, როგორც ყოველთვის მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.
ფესტივალი გაიმართება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”, სადაც სტუმრებს განსხვავებულ ღონისძიებებზე დასწრება სხვადასხვა სივრცეში შეეძლებათ.
ფესტივალის პროგრამა:
9 მაისი
20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – ლუკა თოფურია და მისი ბენდი
21.00 სთარ სთეიჯი – ჯაზ თეიქს სუპერგრუპ (JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius & Harvey Mason)
10 მაისი
20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“- მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ (Martin Kratochvil & Jazz Q) ჩეხეთი
21.00 სთარ სთეიჯი – გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI Piano variations on the Rock Opera “Jesus Christ Superstar”)
11 მაისი
20.00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ – იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ (Motel Kaiju)
21.00 სთარ სთეიჯი – ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)
ბილეთების შეძენას შეძლებთ ბმულზე: https://tkt.ge/show/12386/26th-tbilisi-jazz-festival…
ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:
ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ ჯაზის საათი“
კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა
კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.
ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.
თიბისი კონცეპტ ბარათებზე მოქმედებს -20% ქეშბექი
არაკონცეპტ თიბისი ვიზა ბარათებზე მოქმედებს -10% ქეშბექი
ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
მხარდამჭერები – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი
სპონსორი – ვიზა