“9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 151 პაციენტი მკურნალობს.
“ქვეყანაში დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავს. 9 ახალი შემთხვევიდან 9-ვე შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.
ჩვენს ცენტრში დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. სამივეს მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ, დანარჩენ პაციენტებთანაც არც შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – აცხადებს ეზუგბაია.