LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 ფოტო, სადაც ბუნება კლავს ავტომობილებს

90

პლანეტაზე ყოველწლიურად მასშტაბური კატაკლიზმები ხდება, მათგან ზარალს განიცდის როგორც ადამიანი, ისე ის, რაც მან შექმნა.

სპეციალისტებმა გვაჩვენეს, როგორ შეუძლიათ სტიქიურ უბედურებებს ავტომობილების განადგურება.

ტოპ-9-ში პირველი ადგილი ქარიშხალ „ჰარვის“ ერგო, რომელიც 2017 წელს დატრიალდა. სტიქიამ მილიონზე მეტი ავტომობილი გაანადგურა.

რეიტინგის მეორე პოზიცია „ირმამ“ დაიკავა. 2017 წლის შემდეგ დღემდე მის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან.

სამეულს კი იტალიაში მომხდარი მიწისძვრა ასრულებს. მიწისქვეშა ბიძგებმა, რომელთა სიმძლავრეც 6,2 მაგნიტუდა იყო, 2017 წლის ზაფხულში ასობით ადამიანი და 5 000 ავტომობილი შეიწირა.

მეოთხე ადგილი 1980 წელს სენტ-ჰელენსის ვულკანის ამოფრქვევას ერგო. ლავამ 350 ავტომობილი გაანადგურა.

ხუთეულს კალიფორნიაში, ტეხაჩაპის ღვარცოფი ასრულებს. სტიქიის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა ასობით ავტომობილი განადგურდა.

2014 წელს, ბალტიმორში მომხდარი მეწყერი მეექვსე პოზიციას იკავებს. მისი მიზეზით ორი დღის განმავლობაში გადაუღებელი წვიმა მოდიოდა.

მეშვიდე ადგილი 2012 წლის ფოლ-რივერის წყალდიდობას ერგო. წვიმის გამო მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ქუჩებში ასობით ავტომობილი დატბორა.

მერვე პოზიცია ისინომაკის ცუნამიმ დაიკავა, რომელიც 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიქვია. წყალმა 25 000 ავტომობილი გაანადგურა. დაიღუპა ათობით ათასი ადამიანი.

რეიტინგს პორტუგალიის ტყის ხანძარი ასრულებს. დაიღუპა 63 ადამიანი და დაიწვა რამდენიმე ასეული ავტომობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები