LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 საშიში დაავადება, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი იწვევს

6549

შაქარი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელსაც ადამიანები მსოფლიო მასშტაბით მოიხმარენ. მიუხედავად იმისა, რომ ის საკვებში დანამატის სახით გამოიყენება, მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ეს პროდუქტი ევროპაში დაახლოებით 150 წლის წინ გაჩნდა და იმ დროისთვის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იყო. საინტერესოა, რომ დღეს ადამიანი წლიურად საშუალოდ 60-დან 100 კილოგრამამდე შაქარს მოიხმარს, რაც გამანადგურებლად მოქმედებს მის ორგანიზმზე. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა დაავადებების წარმოქმნას უწყობს ის ხელს დ რატომ ეძახიან მას ექიმები „ტკბილ მკვლელს“.

საინტერესოა, რომ თეთრი შაქარი არ შეიცავს პროტეინებს, მინერალებს, ვიტამინებს და 90 პროცენტი მხოლოდ ნახშირწყლებისგან შედგება. ორგანიმზში მოხვედირიდან ის მალე გლუკოზად გარდაიქმნება და მალევე სისხლში გადადის. ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ხდება ინსულინის დიდი დოზით გამოყოფა, რაც საბოლოოდ სისხლში შაქრის დონის საშიშ ნიშნულამდე აწევასა და დაწევას  იწვევს. ამ დროს ადამიანი უჩივის ენერგიის დაქვეითებას, ანემიას, თავბრუსხვევას, სხეულის გადაციებას, ნევროზულობას, მხედველობის დაქვეითებას, თმის ცვენას და სხვ. ეს სიმპტომები ბევრ ადამიანის აწუხებს, თუმცა, ვერც კი ხვდება, რომ ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი სწორედ შაქარია. განსაკუთრებით საშიშია ის ბავშთა ასაკში. პატარებს ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ, ხოლო თუ დედა ორსულობაში შაქარს იღებდა და დაბადებიდან მშობელი მას ტკბილ პროდუქტებს სთავაზობს, ბავშვს შაქრისადმი დამოკიდებულება ჯერ კიდევ იქამდე უჩნდება, სანამ მას საკუთარი გემოვნების რეცეპტორები ჩამოუყალიბდება.

რა დაავადებებს იწვევს შაქრის უკონტროლო მოხმარება:

კარიესი – მეცნიერები თანხმდებიან, რომ  კარიესის წარმოშობის მთავარი მიზეზი სწორედ ნახშირწყლები და მეტწილად, თეთრი შაქარია. ის ხელს უწყობს ისეთი მიკრობის წარმოქმნას, როგორიცაა Streptococcus mutans. ამასთან ყველაზე საშიში  კარამელისგან დამზადებული კანფეტებია, რომელიც 58% შაქარს შეიცავს და ასევე შოკოლადი, სადაც შაქრის შემცველობა 50%-ია.

სიმსუქნე – ცნობილი ამერიკელი ექიმი რობერტ ლუსტიგი შაქარს ნარკოტიკს ადარებს.  Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუსტიგი აღნიშნავს, რომ სწორედ შაქარი იწვევს ჭარბი წონისკენ მიდრეკილებას და არა ცხიმები, როგორც ზოგიერთს ჰგონია. მისივე თქმით, თუ დღეს ადამიანები 22 ჩაის კოვზის ოდენობით შაქარს მოიხმარენ დღის მანძილზე, სასურველია ეს რიცხვი 6 კოვზადე შევამციროთ, რათა თავი სიმსუქნის ეპიდემიისგან დავიცვათ.

სიმსივნე – 1933 წელს გერმანელმა მეცნიერმა ოტო ვარბურგმა ნობელის პრემია მედიცინის დარგში სწორედ ამ აღმოჩენისთვის მიიღო. მისი მტკიცებით, გლუკოზა დიდ გავლენას ახდენს სიმსივნურ წარმონაქმნებზე ნივთიერებათა ცვლის პროცესში. არსებობს სკანერის პეციალური აპარატი, რომელიც ადგენს, სხეულის რომელ ნაწილშია გლუკოზა ყველაზე მეტი კონცენტრაციით. სწორედ სხეულის ამ ნაწილებშია ყველაზე მეტად ონკოლოგიის განვითარების საფრთხე.

სოკოვანი ინფექცია – ცნობილია, რომ ამ ინფექციით მსოფლიოში 80 მილიონი ადამიანი ავადობს და აქედან 70 პროცენტი ქალია. საინტერესოა, რომ ინფექციის გამომწვევ ერთ-ერთ რიკსფაქტორად სწორედ შაქრის დიდი დოზით მოხმარება სახელდება.

შაქრიანი დიაბეტი – ამ დაავადების გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. მათ შორის ესაა გენეტიკური განწყობა, ჭარბი წონა, ინფექიციური დაავადებები, ნერვული სისტემის დარღვევები, ალკოჰოლიზმი და სხვა. თუმცა, წამყვანი ადგილი მაინც შაქრის მიღებას უკავია. საინტერესოა, რომ რაც უფრო ჭარბწონიანია ადამიანი, მით უფრო მაღალია დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების საფრთხე.

დეპრესია – ცნობილია, რომ დეპრესიის დროს ადამიანები დიდი ოდენობით შაქარს ეტანებიან. ეს კი თავის მხრივ ორგანიზმში გლუკოზის დონის მატებას იწვევს, რაც სიმპტომურად უძილობით, ცუდი კონცეტრაციით, მეხსიერების დაქვეითებით, წყურვილით და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებით ვლინდება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – კერ კიდევ 1967 წელს გამოცემა New England Journal of Medicine-მა დაწერა იმის შესახებ, რომ გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი სწორედ შაქრის მოხმარება იყო. უკვე დღეს ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაცია შაქრის მოხმარებას მკაცრი რეკომენდაციის სახით კრძალავს.

აკნე – ამ დიაგნოზის დროს ნებისმიერ დერმატოლოგთან ვიზიტისას ექიმი შაქრის მოხმარების შემცირების რეკომენდაციას იძლევა. ამის მიზეზი კი ყველა იმ პროდუქტის მაღალი გლიკემიური ინდექსია, რაც თავის მხრივ ორგანიზმში ინსულინის დონის მატებას და ანთებითი პროცესების წამროქმნას უწყობს ხელს.

ართრიტი – ცნობილია, რომ შაქარი დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს. ამავე დროს დიაბეტის გართულებისა და თანმხლები დაავადების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას ართრიტი წარმოადგენს. ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებული ადამიანების უმრავლესობას ასევე აქვს ართრითის დიაგნოზიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g