LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რელიგიური კულტის წევრებს სჯეროდათ, რომ გოგონას ღმერთი განკურნავდა – 8 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მშობლები და 10 ადამიანი დააკავეს

214
ing

ავსტრალიაში 8 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობის 12 წევრი დააკავეს. 

დაკავებულებს შორის არასრულწლოვანის მშობლებიც არიან.

როგორც ირკვევა, პატარა ელისაბედი პირველი ტიპის დიაბეტით იყო დაავადებული.

ის 7 იანვარს, ქუინსლენდში, ბრისბენის სამხრეთით მდებარე სახლში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც, სავარაუდოდ, პირველადი დახმარება არ გაუწიეს და ერთი კვირის განმავლობაში, არც ინსულინი მისცეს.

მედიის ინფორმაციით, რელიგიური კულტის წევრებს, რომელშიც შედიოდნენ ბავშვის მშობლებიც, სჯეროდათ, რომ გოგონა “ღვთის მიერ განიკურნებოდა”.

გარდაცვლილის მშობლებს ბრალი მკვლელობაში, წამებასა და სასიცოცხლო საჭიროების შეუსრულებლობაში ედებათ.

გავრცელებული ცნობებით, ჯგუფს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა მის დასახმარებლად არაფერი გააკეთა.

გოგონას გარდაცვალების გამო ბრალს წაუყენს კიდევ 10 პირს, რომელთა ასაკიც 19-დან 64 წლამდეა.

“ჯგუფმა იცოდა ელისაბედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, მაგრამ დახმარება არ ითხოვა.  მისი მშობლები არიან პატარა, მჭიდრო რელიგიური ჯგუფის წევრები, რომელიც არ არის დაკავშირებული არცერთ ეკლესიასთან”, – აცხადებენ სამართალდამცველები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები