LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 საუკეთესო ადგილი ტოსკანაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

toskana

იტალიაში მოგზაურობა რომ ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა, ამაზე ალბათ არავინ დაობს. მისი ულამაზესი რეგიონების დასათვალიერებლადაც ცუდი დრო უბრალოდ არ არსებობს, თუმცა იტალია განსაკუთრებით სასიამოვნო სიბერის გასატარებლადაა. ამიტომ როგორც კი პენსიაზე გახვალთ, ბევრი არ იფიქროთ და იტალიას, უფრო ზუსტად კი ტოსკანას მიაშურეთ.

1. მონტეპულჩიანო

ეს არის შუა საუკუნეების ქალაქი, რომელიც ვიზიტორებს ანტიკური ტაძრებით, ელეგანტური ადგილებით, მომხიბვლელი პარკებით და დიდებული ხედებით ხიბლავს. გარდა ამისა, დასახლება ტურისტებს უგემრიელესი ღვინითაც იზიდავს.

2. არეცო

მთის წვერზე განთავსებული სამოთხე ტოსკანას ერთ-ერთ უმთავრეს ლოკაციად ითვლება. ქალაქში ბევრი ტაძარი თუ ისტორიული ძეგლი დღემდე ხელუხლებლადაა შენარჩუნებული და ვიზიტორებს ისტორიაში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

3. ბარგა

ბარგა ეს არის პატარა მთიანი ქალაქი რომელიც მდინარის პირასაა გაშენებული და მისი ულამაზესი ბუნება უემოციოდ არავის ტოვებს. ქალაქის სტუმრობა განსაკუთრებით სასიამოვნო ზაფხულის პერიოდშია, როცა ღამის ცხოვრება ყველაზე აქტიური ხდება.

4. სიენა

რეგიონის გულში განთავსებული ადგილი საუკეთესო დანიშნულებაა მათთვის, ვისაც ტოსკანას ისტორია და კულტურა აინტერესებს. სიენას სტუმრები შუა საუკუნეებში იმოგზაურებენ და ამაში მათ ხელუხლებლად შენარჩუნებული ქალაქის ცენტრი დაეხმარებათ.

5. მონტერიჯიონი

ეს არის პატარა და ძალიან ლამაზი სოფელი, სადაც საომარი ატმოსფერო დღემდე თითოეულ ნაბიჯზე იგრძნობდ. დასახლება სწორედ ამ პერიოდშია შექმნილი და მნახველს შესაბამისი არქიტექტურაც ელოდება.

6. ლუკა

ქალაქი ყველაზე მეტად რენესანსული კედლებითაა ცნობილი და გარდა ამისა, რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობებიც სწორედ ამ დანიშნულებაშია თავმოყრილი.

7. სან ჯიმინიანო

ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეშია აშენებული, ნამდვილი საოცრებაა. თუ გსურთ, რომ ტოსკანა ყველაზე უკეთ შეიგრძნოთ, დასახლებას გვერდი არ უნდა ჩაუაროთ.

8. ფლორენცია

ტოსკანას დედაქალაქს ბევრი ქება ნამდვილად არ ჭირდება, ფლორენცია ეს ერთი დიდი ღია მუზეუმია და ჯადოსნური ადგილების პოვნა ყოველი ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი.

9. კიანტი

ღვინის რეგიონი ბევრი ადამიანისთვის ტოსკანას ყველაზე გამორჩეული ადგილია. დასახლება ცნობილი ტრადიციული წითელი ღვინის გამოცაა და მის დასაგემოვნებლად კიანტის ბევრი ვიზიტორი აკითხავს.