LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 თვის მუცლადმყოფი თუთა და მე ავიცერით, გაადასარევად ვართ – „ცოდნის კაფის“ დამფუძნებელი

430
news813

„ცოდნის კაფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ 9 თვის ორსულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, „ფორტუნა“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„9 თვის მუცლადმყოფი თუთა და მე ავიცერით. გადასარევად ვართ. კოვიდით ინფიცირების შანსები შეგვიმცირდა და დაინფიცირების შემთხვევაში გართულების რისკები თითქმის არ გვაქვს. ამაზე კარგ საჩუქარს მეცნიერებისგან არ ვითხოვთ.

საქართველოში მეორე და მესამე ტრიმესტრის ორსულებს აცრის რეკომენდაციას აძლევს ყველა კლინიკა.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, ვაქცინირებულთა 99.99%-ში არ განვითარებულა კოვიდის ისეთი ფორმა, რომელიც გამოიწვევდა ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას ან გარდაცვალებას!

P.S. ძალიან ყურადღებიანი პერსონალია „ნიუ ვიჟენში“, რიგი მოწესრიგებული, წესები დაცული.“- წერს ნანა ნაგალიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები