LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 წლის დაჩი გიორგი გახარიას შეხვდა

2912
60983723_10156005511675870_1571249231883141120_o

9 წლის დაჩი, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს წერილი მისწერა, დღეს გიორგი გახარიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაჩის დედა ავრცელებს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. მისი თქმით, შეხვედრა პროდუქტიული იყო და დაჩი კმაყოფილი დარჩა.

“ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია ? to be continued…” – წერს დაჩის დედა ნათია ანასტასიადი.

შეგახსენებთ, ცხრა წლის დაჩი გულუა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურების დატანას სთხოვს. 

დაჩი გულუამ გიორგი გახარიას წერილით მიმართა, რომელსაც ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა:

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, ცხრა წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები