90 წლის უორენ ბაფეტი 100 მლრდ დოლარიანთა კლუბს შეუერთდა, რომელშიც ისეთი ცნობილი მილიარდერები იმყოფებიან, როგორებიც არიან: ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და ბილ გეიტსი.
ბაფეტი კომპანია Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარეა, რომლის აქციებიც მიმდინარე წელს რეკორდულ დონემდე გაიზრადა. ოთხშაბათს კი, ბაფეტის პირადმა კაპიტალმა 100 მლრდ დოლარს პირველად გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში, უორენ ბაფეტი სტაბილურად იკავებდა წამყვან ადგილს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, მის პირად ქონებას 100 მლრდ. დოლარის ნიშნულამდე არასდროს მიუღწევია.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემებით, Bloomberg-ის მილიარდერების სიაში უორენ ბაფეტი მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მისი ქონების ღირებულება ამ წუთებში 99,8 მილიარდი დოლარია.