LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.55 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

120
Untitled design

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ბიზნესმენის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.55 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გავლენიანი გამოცემის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი 396-ე ადგილზეა. მისი ქონება 2023 წლის დასაწყისში $5.7 მილიარდი დოლარი იყო და ის მიმდინარე წლის განმავლობაში 855 მილიონი დოლარით გაიზარდა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ივანიშვილმა ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის საწარმოების, ფოლადის ქარხნების, ბანკების და უძრავი ქონების შეგროვებით გამოიმუშავა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ მან რუსეთში არსებული აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი კი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები