გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 938 583-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 2 789-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 902 948-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 37 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 13 942 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 46 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 446 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 833-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 15 032, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 413, PCR ტესტით – 7 619.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,27%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,77%.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.