საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, M51.3, წარმატებით გამოცადა. რაკეტა საფრანგეთის არმიის ბისკაროსის რაკეტების საცდელი ცენტრიდან განხორციელდა და ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით დაეშვა. ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გაშვებამ დაადასტურა რაკეტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთის შეკავების შესაძლებლობების მუდმივ სანდოობას მომავალ ათწლეულებში“, – ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.