კოვიდ -19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 95 მილიონს აჭარბებს.
ეპიდემიასთან საბრძოლველად ვაქცინაციის დაწყებისთვის ემზადება ბრაზილია. ქვეყანაში კომპანია “სინოვაკისა” და “ასტრაზენეკას” წარმოებული ვაქცინების გამოყენების უფლება გასცეს.
ვითარება გართულდა პორტუგალიაში. ინფიცირებულთა მატების გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილების დეფიციტია.
“კოვიდ -19”-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელი პირების მინიმალური ასაკი 16 წლამდე შეამცირა არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის უწყებამ. ცნობილია, რომ პატიმრების ვაქცინაციას იწყებს ისრაელი.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კი მისი ინაუგურაციიდან პირველი ასი დღის ვადაში 100 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს.