LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს

137
1533027-1

Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ავსტრალიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზაზე უარი ეთქვა და მას დეპორტაცია ელის. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

5 იანვარს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში დაშვებისას ნოვაკ ჯოკოვიჩმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში დაბრუნება მოუწევს.

4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო.

ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაკავშირებულმა სიტუაციამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია ავსტრალიაში, სადაც 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 90%-ზე მეტს ვაქცინის ორი დოზა აქვს მიღებული.