ზურა ხაჩიძე გამოდის ინიციატივით, საქართველოში მოიწვიონ ლეგენდარული ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რათა მან სიმბოლური მატჩი გამართოს ქართველ ჩოგბურთელთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან.
„ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება მოვიწვიოთ საქართველოში ნოვაკ ჯოკოვიჩი და სიმბოლურად ჩავატაროთ ჩვენს სახელოვან Nikoloz Basilashvili სანახაობრივი მატჩი!
(ჩვენც მოგვეცემა ამ მაგარი ადამიანების შეხვედრის ნახვის საშუალება და თან არა მგონია საქართველოს გასაცნობად და პატრიარქთან შესახვედრად, დასალოცად მან უარი თქვას)“, – წერს ზურა ხაჩიძე.
ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება მოვიწვიოთ საქართველოში ნოვაკ ჯოკოვიჩი და სიმბოლურად ჩავატროთ ჩვენს სახელოვან Nikoloz…
Posted by Zura Khachidze on ორშაბათი, 29 ივლისი, 2024
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადაზე, ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი დაამარცხა და ოლიმპიადის მერვედფინალში გავიდა.პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დიდი სლემის 24-გზის ჩემპიონის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე გერმანელ კოეფერსა და იტალიელ არნალდის შორის გამარჯვებული იქნება.