საჯარო რეესტრმა პრორუსული პარტია – „კონსერვატიული მოძრაობას“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი, რეგისტრაცია გაუუქმა.
გადაწყვეტილება დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით არის გამოცემული და რეესტრში უკვე ასახულია.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება ტელევიზია „ალტ-ინფოს“ ეთერში, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა და თქვა:
„შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს… დღეს როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე ხელი უნდა მოეწერა, მათგან მოგვივიდა ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრამა პარტია გააუქმა“. – განაცხადა ზურაბ მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში.