ქეთი დოლიძე გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” 9 აპრილზე სასაუბროდ მიიწვიეს.
რეჟისორმა ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველო 9 აპრილამდე 5 დღით ადრე გამოიტირა.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა დღემდე იმ გმირების დამსახურებით მოვიდა, რომლებიც ამ დღეს შეეწირნენ.
,,ამ დღეს ეს 22 კაცი არ დაიღუპებოდა, ჩვენ რომ უწმინდესისთვის დაგვეჯერებინა. მან იცოდა, რაც მოხდებოდა. ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული იყო მისი სიჩუმე და ვიღაცის მიკროფონში წარმოთქმული მამაო, ჩვენო. ეს იყო ისეთი აჟიოტაჟი, ისეთი საგიჟეთი.
საქართველოს იმდღევანდელი დღე, გამოვიტირე მაშინ, როდესაც, რამდენიმე დისიდენტი პოლიტიკოსი, გამოვიდა ლოზუნგით, გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომია, ეს იყო 4 აპრილი. მოვუბრუნდი და ჩემს ქმარს ვუთხარი, კოკა, გამოიტირე საქართველო, დამთავრდა, ჩვენ ამას არ გვაპატიებენ. ეს სრული პოლიტიკური უმწიფრობა იყო. ვერ უნდა მიხვდე, რომ ამხელა პლაკატზე არ უნდა დააწერო ,,გაუქმდეს აფხაზეთის ავტონომია”. ამისთვის როგორ დაისჯებოდა საქართველო.
დღემდე მოვაღწიეთ, თუმცა ხალხის ხარჯზე. ვერ ვიტან რევოლუციებს. დიდება იმ გმირებს, ვინც 9 აპრილს შეეწირა. ბევრი ქვეყანა ვნახე ამ ბოლო ხანებში და მადლობა თქვით, რომ ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ დღეს და ჩვენთან ომი არ არის. მადლობა თქვით. ყველამ უნდა ვთქვათ მადლობა”, – საუბრობს ქეთი დოლიძე.