LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის 9 აპრილი არის ტკივილი, ერთიანობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, 9 აპრილი არის ყველაფერი რაც მე სულს მიკაწრავს და მიხალისებს…“ – 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი, ლელა ვეფხვაძე 

180
ლელა ვეფხვაძე

9 აპრილის მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდება.

საზოგადოება საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მემორიალთან იმყოფება 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი, ლელა ვეფხვაძე, რომელმაც ტრაგიკული ღამე კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„ამას ვერასოდეს ვერ შევძლებდით, რომ ჩვენი ხალხის გარეშე თუნდაც იმ სახლში დავრჩენილიყავით და დაგვესვენა.

გამოცხადდა, რომ სანთლები აგვენთო და სანთლებით და ლოცვით შევხვედროდით ტანკებს, რომლებიც რუსთაველზე შემოვიდნენ.

ჩემთვის 9 აპრილი არის ყველაფერი, 9 აპრილი არის ტკივილი, ერთიანობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩემთვის 9 აპრილი არის ყველაფერი რაც მე სულს მიკაწრავს და მიხალისებს.

დღეს რომ ვუყურებ 9 აპრილი, ეს არის დიდი ტკივილი“, – ამბობს ლელა ვეფხვაძე „რუსთავი ორთან“.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g