LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ შვიდი წლის ვიყავი და მაშინაც მახრჩობდა ცრემლები“ – „დილა მშვიდობისა საქართველოს“ წამყვანებმა 9 აპრილზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავეს

186
Untitled design - 2024-04-09T105729.289

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. „რუსთავი 2“ – ის დილის ეთერის წამყვანებმა ცხრა აპრილზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავეს.

„აღსრულდა ნება ქართველი ხალხისა. ჩვენ მოვიპოვეთ, რასაც ამდენი ხანი ველოდით. მე მახსოვს დიდი მდუმარება. 10 აპრილი რომ თენდებოდა, რაღაცნაირი სიჩუმე იყო. ძალიან სასტიკი. მაშინ შვიდი წლის ვიყავი და მაშინაც მახრჩობდა ცრემლები“, – იხსენებს „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ ერთი წამყვანი თიკა ფაცაცია.

„მე ცხრა წლის ვიყავი და მეც მახსოვს როდესაც ტიტებით ხელში გაგვიყვანეს მშობლებმა რუსთაველზე. არ დამავიწყდება შუაღამისას ხმაურმა რომ გამაღვიძა. ცხრა აპრილის წინა პერიოდი იყო. დედას ვკითხე, რა ხმაურია- მეთქი და არაფერი, ტანკმა გაიარაო, მიპასუხა. იმ მომენტში დედის ხმა გავიგე, დავმშვიდდი და გავაგრძელე ძილი, მაგრამ ტანკმა გაიარა და… მადლობა ამ თავისუფლებისთვის“. – ამბობს არჩილ სოლოღაშვილი.

„მტირალა გოგო ვარ და ეს არ შეიცვალა და კარგია, რომ არ ც ის შეიცვალა, რისთვისაც ეს ადამიანები იბრძოდნენ“, – დასძინა თიკა ფაცაციამ.

„მე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ვარ და მართალია, ამ ყველაფერს ვერ მოვესწარი, მაგრამ ჩემი მშობლები იქ იყვნენ და ეს ჩემთვისაც ძალიან ემოციური დღე არის. მინდა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ ქვეყანას თავისუფლება მოუტანა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათი მონაპოვარი შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ანასტასია ჯეირათიმ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g