LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო – ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია

116
Untitled design - 2024-04-09T151658.211

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებს აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

„9 აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულს, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღო.

ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ, რატომ გვაერთიანებს ამერიკა-საქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარი, უმაღლესი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ევროკავშირის წარმომადგენლობა: 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა წნეხისგან გასათავისუფლებლად საქართველომ დიდი ფასი გადაიხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები