LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი „საქართველოში „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივისთვის სარეკომენდაციო პაკეტს ახორციელებს

608
იუნესკო

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი/ YTA UNION, ნორვეგიის სამეფოს დაფინანსებული UNESCO-Aschberg-ის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საქართველოში „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივისთვის სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება“.

ინფორმაციას ამის შესახებ ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტი დაფუძნებულია იუნესკოს 1980 წლის რეკომენდაციაზე ხელოვანთა სტატუსის დასაცავად და მოიცავს 8 მიმართულებას:

  • სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო
  • სამართლიანი ანაზღაურება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
  • სოციალური და ეკონომიკური უფლებები, ციფრული გარემო
  • შეღავათიანი მკურნალობა
  • შემოქმედებითი თავისუფლება
  • თანასწორობა, ჩართულობა და მრავალფეროვნება და პასუხები კოვიდ 19-ის გამოწვევებზე.

„პროექტის მიზანია ხელოვანთა წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, ზემოხსენებულ მიმართულებების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული საკანონმდებლო პაკეტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად შეთავაზება.

პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა ე.წ. სამაგიდო და საველე კვლევები:

კულტურის სფეროს საერთაშორისო ( ევროკავშირის და კორეის რესპუბლიკის) და ეროვნული კანონმდებლობების განხილვა.

  • ჩაღრმავებული ინტერვიუები
  • ფოკუს ჯგუფი
  • დისკუსია სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტში
  • კვლევებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის
  • როგორც სსიპ-ების წარმომადგენლებმა, ისე ფრილანსერებმა.

საველე კვლევები გაგრძელდება პროექტის მეორე ეტაპზეც.

პროექტი სულ 5 ეტაპისგან შედგება და დასრულდება 2024 წლის ნოემბრის ბოლოს“. – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g