LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უაზროდ გატარებული ცხოვრება – სიცოცხლეშივე სიკვდილს ნიშნავს” – ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

2577
ცნობილი ადამიანების ციტატები

მსჯელობა ცხოვრების აზრსა და ფილოსოფიაზე საუკუნეების წინ დაიწყო და საუკუნეების შემდეგაც გაგრძელდება, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა, რას ფიქრობენ ცხოვრებაზე ცნობილი ფილოსოფოსები და მოაზროვნეები, ლიტერატორები და ხელოვანები.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს:

ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ბედნიერება არსებობს – გიყვარდეს და უყვარდე (ჟორჟ სანდი).

თუ არავის შურს შენი, კარგად დაფიქრდი ღირს თუ არა ასე ცხოვრება (ბენჯამინ ფრანკლინი).

უაზროდ გატარებული ცხოვრება – სიცოცხლეშივე სიკვდილს ნიშნავს (ოსკარ უაილდი).

ცხოვრება განსაკუთრებით იმ ბრიყვებისთვისაა რთული, ვისაც საკუთარი თავი ჭკვიანი ჰგონია (ინგმარ ბერგმანი).

თუ ბევრი ფული არ გაბედნიერებს, ე.ი. ცხოვრების ფასი არ იცი (მარკ ტვენი).

ვისაც შეუძლია – ის აკეთებს, ვისაც არ შეუძლია – ის სხვის გაკეთებულს ითვისებს (ზიგმუნდ ფროიდი).

ოპტიმისტი ყოველ დილას სიხარულით იღვიძებს, პესიმისტი იღვიძებს, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს (რობერტ ოპენჰაიმერი).

ზურგში თუ გაფურთხებენ – გიხაროდეს! ე.ი. სხვებზე წინ წასულხარ (ბერნარდ შოუ).

მუდმივად წარსულზე ფიქრით, მომავალს აქცევ ზურგს (ფრანც კაფკა).

ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი, მთავარი მისი პოვნაა (ერიხ მარია რემარკი)

ზოგჯერ წამიც საკმარისია დაივიწყო ცხოვრება, ზოგჯერ ცხოვრებაც ცოტაა წამის დასავიწყებლად (ჯიმ მორისონი).

იძიო შური იგივეა, რაც ძაღლს უკბინო საპასუხოდ (უინსტონ ჩერჩილი).

სხვა თუ ვერ გეწევა – მისი პრობლემაა, შენ არ ხარ ვალდებული დადგე და ელოდო (ჯოზეფ კემპბელი).

ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – ჯერ ჭკუა არ გყოფნის, მერე ჯანმრთელობა (ჯერომ სელინჯერი).

მხოლოდ მაშინ პოულობ ადამიანებთან საერთო ენას, როცა კამათით იღლები (ფლორენს ნაითინჰეილი)

შეუძლებელია ყველაფრის შეცვლა, ზოგი რამ მდუმარედ უნდა მიიღო და მთელი ცხოვრება ტკივილით იცხოვრო (ნაპოლეონ ჰილი).

რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ შენზე არავინ ჭორაობს (მერი სტრიპი).

არავინ გიყვარდეს – დანაშაულია, გიყვარდეს – ყველაზე დიდი სასჯელი (ვირჯინია ვულფი).

საკუთარ ადგილს თუ იპოვი ცხოვრებაში, კარგად დარწმუნდი, რომ დაკავებული არ იყოს (ჯონ ლენონი).

ადამიანს ყოველთვის ბევრი საქმე აქვს, როცა არაფერს აკეთებს (ამელია ერჰარტი).

magti 5g