სტეფანე მღებრიშვილი ახალ კლიპს აანონსებს.
ამის შესახებ სტეფანე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ამაზე მასშტაბური ჯერ არაფერი შეუქმნია.
„ამ თვის ბოლოს გამოვა ჩემი ახალი სიმღერა და კლიპი:
მუსიკა – ჩემია
ტექსტი – ზურა ჯიშკარიანი
არანჟირება – ნიკა კოჩაროვი
Studio – Leno Records
ვიდეო:
მეტრო ფროდაქშენის და ჯემ პროჯექტის ერთობლივი ნამუშევარი.
რეჟისორები – გრიგორ დევეჯიევი / მერაბ ჭუმბურიძე
პროდუსერი – სანდრო გაბილაია
პატარა სპოილერი:
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პროექტებს არაფერს ვაკლებ, ამაზე მასშტაბური ჯერ არ გამომიშვია არაფერი“ – წერს სტეფანე.