თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ დაკავების ოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოს“ დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ არალიცენზირებული იარაღი ამოიღო.