ბოლო დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელი, ირინა შეიკი იტალიური „ვოგის“, მაისის ნომრის გარეკანზე მოხვდა. გადაღებისთვის შეიკმა ბაიკერული სამოსი მოირგო. გადაღებები თემატური იყო და ის „ფორმულა 1“- ის იდეით იყო შთაგონებული.
ცნობისთვის, მანამდე მოდელმა „სვაროვსკის“ მასშტაბურ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ტაბლოიდების ცნობით, ტომ ბრედისთან განშორების შემდეგ, ბრედლი კუპერის ექსი არავის ხვდება და მთელ დროს ქალიშვილსა და სამოდელო კარიერას უთმობს.
ფოტო/ვიდეო: ირინა შეიკი „სვაროვსკის“ სარეკლამო კამპანიაში ბრწყინავს