LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ვნებით სავსე სიყვარულის ისტორია – ირინა შეიკისა და მიკელე მორონეს უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

2075
page

ირინა შეიკი Dolce & Gabbana-ს ქალის ახალი სუნამოს, Your Devotion Eau de Parfum Intense-ის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. რეკლამაში მას პარტნიორობა იტალიელმა მსახიობმა, მიკელე მორონემ გაუწია, რომელიც ფართო აუდიტორიამ ფილმით „365 დღე“ გაიცნო.

ირინა შეიკისა და ეროტიკული დრამის ვარსკვლავის, მიკელე მორონეს კოცნა, ინტერნეტს იპყრობს

ბრენდის განცხადებით, ახალი არომატი სიყვარულის თემას იკვლევს, როგორც „სიმამაცის აქტს, ძლიერ კავშირს და არა წარმავალ ემოციას“.

ვიდეორგოლის რეჟისორი გორდონ ფონ შტაინერია. სიუჟეტი ნეაპოლში ვითარდება და იტალიური ვნებით სავსე სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. ვიდეოს მუსიკალურ ფონად ჯინო პაოლის ცნობილი კომპოზიცია, Sapore di Mare გასდევს.

ირინა შეიკმა პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაღებები მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.

„დაუვიწყარი დღეები ნეაპოლში. ამ ისტორიის შექმნაში იმდენი სიცილი, ვნება და გულწრფელი თავდადება ჩაიდო. ასეთ ნიჭიერ გუნდთან მუშაობამ და ქალაქის განსაკუთრებულმა ატმოსფერომ ეს გამოცდილება მართლაც გამორჩეული გახადა. მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის ნაწილი იყო“, – დაწერა მოდელმა.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის გადაღებები ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მიმდინარეობდა. მაშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ირინა შეიკისა და მიკელე მორონეს კოცნის ამსახველი ცხელი კადრები, რამაც მათი შესაძლო რომანის შესახებ ჭორები გააჩინა.

„ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს, სიმწიფე გაძლევს თავდაჯერებულობას! მგონია, რომ ჩემი ნამდვილი კარიერა მხოლოდ ახლა იწყება“ – 39 წლის ირინა შეიკი Vogue-ის გარეკანზე – ტოპ-მოდელის ვრცელი ინტერვიუ

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები